შთაგონებითა და დიზაინერის შემოქმედებითი პრინციპებით, 2018 წელს ბრენდი „თერთმეტი“ შეიქმნა, რომელსაც ისეთივე ჯადოსნური ისტორია გასდევს, როგორი მომნუსხველი ძალაც პროდუქციის თითოეულ ნიმუშს აქვს - ჩანთებს, რომლებიც სიცოცხლეზე შეყვარებულ, მარად ახალგაზრდა პერსონებს ამშვენებს. 

ბრენდ TERTMETI-ს მოწოდებაა შექმნას მაღალი ხარისხის ჩანთები, რომელიც ფუნქციური, მოდური და ტრენდულია. ბრენდი ქმნის ინოვაციურ ნამუშევრებს, რომლებიც ერთდროულად მარტივი და დახვეწილია.