• გადაცვლა და უკან დაბრუნების პირობები

      tertmeti.com-ისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

      დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.

      რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?

      tertmeti.com-ზე პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

      • მას აღმოაჩნდა ისეთი ქარხნული დეფექტი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას პირდაპირი დანიშნულებით და შეუძლებელია ამ ნაკლოვანების აღმოფხვრა 7 კალენდარული დღის ვადაში

      • აღნიშნული დეფექტი გამოვლენილია საქონლის მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში;

      • საქონლის თანმდევ დოკუმენტაციაში/შეფუთვაზე მითითებული ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ვებგვერდ www.tertmet.com-ზე მითითებულ მახასიათებლებს

      • პროდუქციის მოწოდება მოხდა შეცდომით, ანუ მყიდველთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ერთი ნივთის ან მოდელის ნაცვლად მოწოდებულ იქნა სხვა ნივთი,ფერი ან განსხვავებული დიზაინი.

      რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

      • • პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.

      როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?

      • • შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით ..... დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 511 21 26 21

      რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?

      • • თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნივთის დაუზიანებელი პარკი, აქსესუარები და სხვა.

      ქარხნული წუნის 14 დღის შემდგომ აღმოჩენის შემთხვევაში ნივთი უკან არ ბრუნდება. შესაძლებელია ამხოლოდ გადაცვლა

      როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?

      tertmeti.com ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 48 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.

      ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.

      დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 7 სამუშაო დღეში.

      როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?

      • • თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.

      ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

      • • tertmeti.com-ი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას.