• წესები და პირობები

    ვებგვერდზე www.tertmeti.com-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენსკონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარეკონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად tertmeti.com  მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთკონფიდენციალურობის პოლიტიკა.

    მომხმარებელი, რომელიც tertmeti.com-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებსპერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებსუფლებამოსილებას tertmeti.com-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალურიმონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

    წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს tertmeti.com-ისმომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, tertmeti.com-ის მიზანია მომხმარებლისპერსონალური მონაცემების დაცვა.

    წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს tertmeti.com-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

    ტერმინთა განმარტება

    წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

    • tertmeti.com (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) - საქართველოსკანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული ინდ მეწარმისსაიდენტიფიკაციო კოდი 240010431115, რეგისტრირებული: ქ. კასპი, სააკაძის 59 ,
    • პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებაიდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
    • მონაცემთა დამუშავება - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ანარაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართშესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
    • მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკურიპირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
    • მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერგაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავებისშესახებ გამოხატული ნება.
    • მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯაროდაწესებულება.
    • პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონულიფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.

    თანხმობა

    Tertmeti.com-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერკონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, tertmeti.com-სმომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოსმომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

    აღნიშნული ინფორმაცია tertmeti.com-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურებისგაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

    მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

    Tertmeti.com მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

    • არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
    • მონაცემთა დამუშავება საჭიროა tertmeti.com-ის მიერ, მისთვისკანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. 
    • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურებისგასაწევად.

    მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

    • tertmeti.com-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
    • tertmeti.com-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
    • მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
    • მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
    • tertmeti.com -ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვისშეტყობინება;
    • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
    • მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
    • tertmeti.com -ის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
    • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
    • მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდაგანხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
    • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
    • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციისმიწოდება;
    • მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზეუფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
    • tertmeti.com -ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
    • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულიდანაშაულის პრევენცია;
    • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
    • კანონიერი ინტერესების დაცვა;
    • tertmeti.com -ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოსკანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

    მომხმარებლის უფლებამოსილება

    მომხმარებელს უფლება აქვს tertmeti.com -ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავებისშესახებ შემდეგი ინფორმაცია:

    • მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება tertmeti.com -ის მიერ;
    • მონაცემთა დამუშავების მიზანი
    • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
    • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
    • ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემისსაფუძველი და მიზანი;

    მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში tertmeti.com ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინიარასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება დადამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

    მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაშიმიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.

    მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ tertmeti.com -ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავებისშეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

    მომხმარებლის ვალდებულება

    მომხმარებელი ვალდებულია tertmeti.com -ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი დასწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნულივალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისცვლილებებზე.

    ქოლ-ცენტრი

    tertmeti.com -ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალიზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.

    tertmeti.com -ის ვებგვერდის გამოყენების პირობები

    მომხმარებლის მიერ tertmeti.com -ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელიაცხადებს თანხმობას tertmeti.com -ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზაჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

    მომხმარებელი ვალდებულია tertmeti.com-ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

    არასრულწლოვანი პირი

    tertmeti.com მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერმითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლისასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არისსრულწლოვანი, tertmeti.com უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანიპირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ tertmeti.com -ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერიწარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

    ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს

    პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერომომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენმომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულმისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებსმომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთისდეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორისაკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნებამხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

    მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭიროგახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულშემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთისმიზნით.

    მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესომომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხისგაუმჯობესების მიზნით tertmeti.com -ს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლისპერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად tertmeti.com იტოვებს უფლებას, ხსენებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გაუწევენ tertmeti.com -ს სარეკლამო მომსახურებას.

    tertmeti.com უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებისმიერ მესამე პირს.

    პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა

    მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა tertmeti.com -ს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს tertmeti.com -ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

    პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ელ.ფოსტის მეშვეობით მიმართოს tertmeti.com -ს. აღნიშნულში არმოიაზრება tertmeti.com -ის მიერ სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტა.

    ლოგ ფაილები და cookies

    tertmeti.com სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვავებგვერდების მსგავსად, tertmeti.com იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლებისქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობითგენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

    • IP მისამართი
    • მოწყობილობისტიპი
    • ბრაუზერი
    • ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
    • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი tertmeti.com -ისვებგვერდზე
    • ინფორმაცია tertmeti.com -ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებებისშესახებ - რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა

    ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება დაწარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

    ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:

    • გავაანალიზოთ ტრენდები
    • tertmeti.com -მა მართოს ვებგვერდი
    • აწარმოოს სტატისტიკა
    • თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილებისშექმნის მიზნით
    • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად დაგანსახორციელებლად
    • რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად

    ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთcookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინებისმიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლებამომხმარებლის მიერ თანხმობად.

    Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრებისშეცვლით.

    მონაცემების მიღება

    tertmeti.com ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

    • როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას
    • როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტისმეშვეობით
    • როდესაც მომხმარებელი იყენებს tertmeti.com -ის ვებგვერდს და ჩატს

    რა სახის მონაცემები მუშავდება

    ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

    • მობილურის ნომერი
    • ელექტრონული ფოსტა
    • მისამართი
    • სახელი და გვარი
    • ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი

    რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლისგარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

    პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნითგადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისიბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. tertmeti.com -ს არ აქვს წვდომამომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. tertmeti.com იღებს ინფორმაციასმომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

    კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა

    tertmeti.com პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისსაიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

    მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას tertmeti.com ინახავსკანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნისმიღწევისათვის საჭირო ვადით.

    უსაფრთხოება

    tertmeti.com -ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებულიკონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადიპროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისადა ფასვორდის საშუალებით. tertmeti.com გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არგაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში tertmeti.com იხსნის სრულპასუხისმგებლობას.

    tertmeti.com მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალურიინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევაგარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენკანონსაწინააღმდეგო შეღწევას tertmeti.com -ის სერვერებზე.

    მესამე მხარე

    tertmeti.com იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთანმიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს tertmeti.com -ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკაშესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, tertmeti.comმოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენებისპირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

    ცვლილებები და დამატებები

    შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები დადამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელიმიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

    ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის tertmeti.com -ის მიერმომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზეგამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორცშეცვლილ პირობებზე თანხმობა.

    tertmeti.com -თან დაკავშირება

    კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა დადამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით tertmetitbilisi@gmail.com